სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ხაშურში, ზემო სერის ტერიტორიზე, ბანას ანალოგიური ტაძრის საძირკველი აკურთა.ტაძრის კურთხევას საქართველოს გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. პრემიერი სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას და კათოლიკოს-პატრიარქს მიესალმა. მისი განცხადებით, დღევანდელი დღე ასევე მნიშვნელოვანი დღეთაგანი, რომლითაც აღინიშნება პატრიარქის მოღვაწეობა, რომელსაც წელს აღსაყდრების 40 წლისთავი და დაბადებიდან 85 წლისთავი უსრულდება. ასევე მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან აღინიშნება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი.