სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ის პირები და მომლოცველები დალოცა, რომლებმაც სენაკიდან თბილისში წმინდა გიორგის ხატი ჩამოაბრძანეს. პატრიარქმა ხატი აკურთხა და აღნიშნა, რომ "ეს შესანიშნავი ხატია". როგორც ხატის ავტორმა ემილიანე ჯიქიამ განაცხადა, ხატის შექმნაზე 9 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.