სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბორჯომის ხეობაში გახსნილ საგანგებო შტაბში პარაკლისი გადაიხადა. პატრიარქმა მეხანძრე-მაშველები დალოცა, მათ გამძლეობა და მხნეობა უსურვა.პარაკლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები, სასულიერო პირები და მრევლი დაეწრო. პატრიარქმა ტერიტორია უკვე დატოვა.