სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბერლინის კლინიკა დატოვა. უწმინდესი "ჰელიოს ბერლინ ბუხის" კლინიკიდან აეროპორტში გაემგზავრა, საიდანაც საქართველოში დაბრუნდება. უწმინდესი საავადმყოფოდან ადგილობრივმა ქართველებმა და მკურნალმა ექიმებმა გამოაცილეს.
ილია მეორემ ერთი კვირის წინ გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ოპერაცია გაიკეთა. ამჟამად მისი ჯანმრთელობა სტაბილურია. უწმინდესს სამშობლოში 17:30 საათისთვის ელოდებიან.
იხილეთ: რას ამბობს ექიმი, პატრიარქის ჯანმთელობის მდგომარეობაზე, მის გამომგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე