სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ეზოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ისტორიული ფოტო გადაიღო. წირვის დასრულების შემდეგ, ტაძარში შეკრებილებს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გააცნეს, რომ უწმინდესს სურდა, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად სვეტიცხოვლის ეზოში ფოტო გადაეღოთ, როგორც ეს მოხდა 1917 წელს, ავტოკეფალიის აღდგენის დღეს.