პირველი ვიდეოკადრები ბერლინის კლინიკიდან. ილია მეორე უკვე ჩვეულებრივი რეჟიმის პალატაში გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმის შალვა პეტრიაშვილის განცხადებით, უწმინდესი თავს კარგად გრძნობს და გადაადგილებაც უკვე შეუძლია. საავადმყოფოდან მას, სავარაუდოდ კვირის ბოლოს გაწერენ. ექიმი ამბობს რომ კათოლიკოს სურს, რაც შეიძლება დროზე ჩამოვიდეს საქართველოში. შეგახსენებთ, რომ ილია მეორეს ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია გერმანიაში ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში ორშაბათს ჩაუტარდა. "მადლობელი ვარ რომ შემოხვედით. ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს პატრიარქი ვიდეოში.
იხილეთ: ილია II პალატაში გადაიყვანეს - "პატრიარქს სურს, რაც შეიძლება დროზე ჩამოვიდეს საქართველოში"
როგორ გამოიყურება პატრიარქი ოპერაციის შემდეგ - პირველი ფოტოები ბერლინიდან