სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 521 ბავშვი გახდა. ნათლობის პროცესის დასრულების შემდეგ ტაძარში კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მიბრძანდა და ნათლულები დალოცა.ჩვილთა საყოველთაო ნათლობა 62-ედ გაიმართა. ამჟამად პატრიარქს 40 909 ნათლული ჰყავს.