სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა ჩატარდა წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა. ტაძარში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და თბილისის მერი კახა კალაძე.
როგორც პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ დაიძლიოს განსაცდელი, ავადმყოფობა რომელიც მძვინვარებს და რომელიც უფლის მიერ არის მოვლენილი.
პატრიარქმაიმედი გამოთქვა, რომ ქართევლი ხალხი ავადმყოფობას დაამარცხებს.