პატრიარქის პირადი ექიმის ცისანა შარტავას გაანცხადებით ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, პატრიარქი გაციებულია და ამიტომ ექიმების რეკომენდაცია იყო, რომ დარჩენილიყო საპატრიარქოში. მისივე ინფორმაციით,პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ექიმების რაიმე განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება. შეგახსენებთ ილია მეორე ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში არ იმყოფებოდა და მის ნაცვლად სადღესასწაულო წირვა მისმა მოსაყდრემ მეუფე შიომ ჩაატარა.