პატრიარქის დავალებით, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული და მამა კახაბერ გოგოტიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოინახულებენ. როგორც არქიმანდრიტმა დავით ჭინჭარაულმა განაცხადა, სასულიერო პირები დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ციხეში შესაძლოა, მომავალი კვირის სამშაბათს, 27 ივნისს შევიდნენ. არქიმანდრიტისთვის ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად, რომელ საათზე იქნება შესაძლებელი საპატიმროში შესვლა.