პატრიარქის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური აღარ ხელმძღვანელობს. როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, პატრიარქის დაცვის უფროსის ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, შერჩეულია ორი კანდიდატი და კონსულტაციები უწმინდესთანაც გაიმართება.