სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აეროპორტის მიმართულებით მრევლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.მოქალაქეებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, პატრიარქს აეროპორტში დახვდნენ, თბილისის მერია ავტობუსებით უფასოდ მოემსახურება. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ავტობუსები 15:30 საათზე "ვარდების მოედანზე“ გაჩერდებიან და 15:00 საათზე მსურველებს აეროპორტის მიმართულებით უფასოდ გადაიყვანენ.
იხილეთ:
პატრიარქმა ბერლინის კლინიკა დატოვა