პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დროებით გადაიდო. როგორც საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა განაცხადა, აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ პატრიარქი არ გადაიღალოს. მისივე თქმით, რაც შეეხება საშობაო მსახურებას, მას თავად უწმინდესი ჩაატარებს.