პატრიარქი ზაზა სარალიძეს დღეს, 16:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა. "პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა, აუცილებლად შეხვდება ზაზა სარალიძეს. რა თქმა უნდა, უწმინდესი მოხარული იქნება თუ პოზიტივს შეიტანს ამ რთულსა და დაძაბულ ვითარებაში", – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის სურვილს გამოთქვა. მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ აქცია ისევ ძალაში დარჩება. კითხვაზე, ძალაში რჩება თუ არა მთავრობისა და პრემიერ–მინისტრის გადადგომის მოთხოვნა, სარალიძემ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, იქიდან გამომდინარე, რომ სისტემას მფარველობს პრემიერ–მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი".