პატრიარქი შეუძლოდაა - ამის გამო უწმინდესი სიონში წირვას ვერ დაესწრო. უწმინდესის მკურნალი ექიმის თქმით ილია მეორე თავს შეუძლოდ გრძნობს, თუმცა განსაკუთრებული არაფერია. ”პატრიარქი გაციებულია, ძალიან დიდი თხოვნის შემდეგ მოვახერხეთ, რომ დარჩენილიყო სახლში. რამდენიმე დღის წინ სიცივეში მოუწია ყოფნა და გაცივდა“, - განაცხადა ცისანა შარტავამ.