სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში წირვას კვირას აღავლენს. ეს განცხადება ჟურნალისტებთან უწმინდესის პირადმა ექიმმა გააკეთა. ცისანა შარტავას თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და სხვა დამატებით სამედიცინო კვლევებს არ საჭიროებს. შეგახსენებთ რომ ილია მეორეს ბერლინში, ჰელიოს ბერლინ ბუხის კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარდა.