საქართველოს კათლიკოს-პატრიარქი, ბერლინიდან საქართველოში დაბრუნდა. ილია მეორეს აეროპორტში მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდნენ. უწმინდესი საავადმყოფოდან გერმანელმა და ქართველებმა ექიმებმა გამოაცილეს. პირადი ექიმის განცხახდებთ,მკურნალობა წარამტებით ჩატარდა და ილია მეორე თავს უკვე კარგად გრძნობს. კათოლიკოსი გერმანიაში სამკურნალოდ 2 თებერვალს გაემგზავრა. უწმინდესს "ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკაში" 13 თებერვალს ნაღვლის ბუშტზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.