ბავშვების აღზრდა ჩვენი არსებობის მთავარი მიზანია, ამიტომ ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, ის ბავშვებს მომავალ შაბათს დალოცავს.