ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა. აუციენციაზე ილია მეორემ აღნიშნა, რომ სურს რამდენიმე შეხვედრა კიდევ მოაწყონ და იმსჯელონ იმაზე, თუ როგორ უშველონ ხალხს. „ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა“- ამბობს კათალიკოსი. ცნობისთვის, პატრიარქმა და მეუფე შიომ ახალგაზრდებში მომატებულ აგრესიის საკითხებზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასა და ფსიქოლოგებთან შეხვედრა გამართეს, სადაც საუბარი შეეხო ასევე თანამედროვეობის პრობლემებსა და გამოწვევებს. პრობლემებს შორის დასახელდა აღზრდისა და განათლების პრობლემა, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი, გაუფასურებული ღირებულებები და სხვა.