კათოლიკოს პატრიარქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. როგორც პალიტრანიუსს პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, ილია მეორეს პერიოდულად ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები უტარდება და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. გრიპის ვირუსული ფონი მოიხნა, ნაღვლის ბუშტში ანთებითი პროცესი კი უკან იხევს. პატრიარქი თავს ყოველდღიურად უკეთ გრძნობს.ექიმის თქმით, უწმინდესს ტემპერატურაც აღარ აქვს და თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. 4 იანვარი საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორე 84 წლის გახდება.