ჩვენ უნდა შევქმნათ სამეცნიერო ცენტრი, ინსტიტუტი, რომელიც ყოველთვის კონტროლის ქვეშ ამყოფებს ამ სტიქიურ მოვლენებს. როდესაც ისინი ხდება, მაშინ კი არ უნდა ვიფიქროთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ, როგორ დავაღწიოთ თავი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისზე განაცხადა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და სვანეთში მომხდარ სტიქიის შესახებაც ისაუბრა.