პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში მეორე ადგილს იკავებს. ამის შესახებ ახალი ანგარიში ევროსაბჭომ გამოაქვეყნა. როგორც ევროსაბჭოს ანგარიშშია აღნიშნული, პატიმრების რაოდენობით პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც 100 000 მოსახლეზე 418,3 პატიმარი მოდის, მას მოჰყვება საქართველო 252,2 პატიმრით და აზერბაიჯანი 235 პატიმრით 100 000 მოსახლეზე. ამასთან, ანგარიშში წერია, რომ 2016 და 2018 წლებში ევროპაში პატიმრების რაოდენობა 6.6%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს რომ 100 000 მოსახლეზე უკვე საშუალოდ 102.5 პატიმარი მოდის.