რუსთავში პატიმარი სასამართლოდან გაიქცა - ოთარ ვარამაშვილს სამართალდამცველები უკვე მეორე დღეა ეძებენ. სასამართლო პროცესის დაწყებამდე მან სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მას საძერწი მასალისგან - სავარაუდოდ, ე.წ. პლასტილინისგან დამზადებული "ხელყუმბარა" ჰქონდა, რომლითაც სასამართლოში გამოძახებული სამედიცინო ბრიგადისა და ბადრაგის დაშინება მოახერხა.როგორც ადგილობრივები ამბობენ, პატიმარი ჯერ სასამართლოს მოსაცდელი ოთახის ფანჯრიდან, შემდეგ კი ღობიდან გადახტა. სასამართლოს შენობიდან გაქცეული ოთარ ვარამაშვილი ქურდობისთვისაა ბრალდებული.