სამართლებრივი დავა, რომელიც 4 წელზე მეტხანს გრძელდებოდა მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილის ქონებასთან დაკავშირებით, მისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. გამოცემა Dispatchweekly-ის ინფორმაციით, ლონდონში სააპელაციო სასამართლოს განჩინებამ ბოლო დაუსვა დავას პატარკაციშვილის ქვრივსა და შვილებს და მილიარდერის ყოფილ პარტნიორ ვანო ჩხარტიშვილის შორის.