ჰოლანდიელმა ინჟინრებმა მსოფლიოში ყველაზე მცირე ზომის დრონი შექმნეს, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ინდუსტრიაში ერთგვარი გარღვევაა და დრონის წონის და მოცულობის შემცირება მოხდა. ჰოლანდიელმა ინჟინრებმა დრონს მარტივი კამერით, მხოლოდ ერთი გადამცემი დაუტოვეს. მოხსნეს მძიმე ელემენტები, რის შემდეგაც აპარატის დიამეტრი 10 სანტიმეტრი გახდა ხოლო წონა 72 გრამი. დრონის სიჩქარე წამში 2 მეტრით განისაზღვრა. დრონი განსაზღვრული მიმართულებით მიფრინავს, კამერა მხოლოდ კურსის საკონტროლებლად სჭირდება.
ინჟინრების განცხადებით, დრონმა ტესტირება გაიარა. ახლა მეცნიერთა ჯგუფი მუშაობს იმაზე, რომ მოხდეს აპარატში ალგორითმების მოდერნიზება და კომპიუტერული მხედველობის დამატება. იმისთვის, რომ კამერამ წინაღობები სწრაფად გამოავლინოს.