თბილისში, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ხანში შესულმა მამაკაცმა საკუთარი ნათლული მოკლა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. ნათლიის მიერ მოკლულ ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება. ის ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.