Rolls-Royce-მა წმ. რიჩარდის საავადმყოფოს ავტომობილების მინიმოდელები გადასცა, ბავშვებისთვის, რომლებსაც ქირურგიული ოპერაცია სჭირდებათ. პატარა პაციენტები პალატიდან საოპერაციომდე Rolls-Royce-ით მივლენ. კომპანიის აზრით, "მგზავრობა" ბავშვებს სტრესს შეუმსუბუქებს. მინიმოდელების აწყობას იმდენივე დრო დაუთმეს, რამდენსაც ნამდვილი მანქანების აწყობას უთმობენ.