თბილისის საჯარო ბაღები საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვისთვის ემზადებიან. „ პატარა ხელებით“-ასე ჰქვია პროექტს , რომლის ფარგლებშიც განახლებულ არმაშენებელზე 3 ივნისს 12 საათიდან მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები გაიმართება. საფეხმავლო ქუჩაზე თბილისის საბავშვო ბაგა-ბარების მართვის სააგენტო ბაღების აღსაზრდელების მიერ შექმნილ ნამუშევრებს გამოფენს. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება და ის სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება. ღონისძიებაში ჩართულია გამომცემლობა პალიტრა ელი, რომელმაც სპეციალურად ამ დრისთვის ფასდაკლების აქცია დაგეგმა. სტუმრების გართობაზე პალიტრა ელის მიერ მოწვეული ანიმატორები იზრუნებენ.