იუსტიციის სახლში ტაქსის მძღოლების გრძელი რიგი დგას. მძღოლებს ტაქსის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად რეგისტრაციის გავლა სურთ.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტაქსის მძღოლების ნაწილმა განუცხადა, გრძელ რიგში დილიდან დგანან.ამასთან, სააგენტოს კორესპონდენტის ინფორმაციით, გართულებულია გადაადგილება იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეც.ცნობისთვის, 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსების მძღოლებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. ლიცენზიის გარეშე გადაადგილება კი 200 ლარით დაჯარიმდება.შეგახსენებთ, რომ ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება მსურველებს მერიის სპეციალურ საიტზე - „თბილისის ტაქსი“, ასევე იუსტიციის სახლსა და 10-ვე რაიონულ გამგეობაში აგვისტოდან შეეძლოთ. რეგისტრაციის ვადა უკვე იწურება. მათ შესაბამისი ნებართვის მისაღებად მხოლოდ 2 დღე დარჩათ.
იხილეთ:
კადრები სანაპიროდან, სადაც იუსტიციის სახლში უპრეცედენტოდ დიდმა რიგმა, უშველებელი საცობი შექმნა