საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას „მსჯავრდებულ სააკაშვილს და მის აგრესიულ ჯგუფს“ აკისრებს. ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ბოლო მომენტამდე სამართალდამცველები აკეთებდნენ ყველაფერს, რომ არ მომხდარიყო ჩარევა, მაგრამ როდეასაც ვერ აკავებდა პასიური კორდონი აგრესიას, ისინი იძულებულები იყვნენ, გადაედგათ ნაბიჯები და გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა.