Henley Passport Index-ის 2018 წლის რეიტინგის მიხედვით, გერმანიის პასპორტი ოფიციალურად მსოფლიოში ყველაზე ძლიერ პასპორტად დასახელდა. გერმანია უკვე მეხუთე წელია ლიდერობს რეიტინგში, რომელიც იმის მიხედვით ყალიბდება, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია პასპორტის მფლობელს უვიზოდ მოგზაურობა.აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის წყალობით რეიტინგში ყველაზე დიდი წინსვლა უკრაინამ და საქართველომ დააფიქსირეს. კერძოდ, ქართულმა პასპორტმა რეიტინგში 67-ე პოზიციიდან 53-ე ადგილზე გადაინაცვლა.ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 99 ქვეყანაში შეუძლიათ.