პარტიებს შორის პოლემიკა და დისკუსია არჩევნების დასრულებამდე აუცილებლად იქნება, ეს აბსოლუტურად ნორმალურია - ირმა ნადირაშვილი - Palitra News

პარტიებს შორის პოლემიკა და დისკუსია არჩევნების დასრულებამდე აუცილებლად იქნება, ეს აბსოლუტურად ნორმალურია - ირმა ნადირაშვილი

2020-09-25 13:02:45+04:00

ოპოზიციურ პარტიებს შორის ცეცხლის გახსნა, ქვემეხები და ა.შ. არაფერ შუაშია, ეს არის საღი დისკუსია, სადაც „ევროპული საქართველო“ ცდილობს აჩვენოს, რა განსხვავებაა მას და სხვა პარტიებს შორის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ დაძაბულ ფონზე ისაუბრა.

მისივე თქმით, პარტიებს შორის არსებული პოლემიკა არჩევნების დასრულებამდე გაგრძელდება და ეს ბუნებრივია.