პარტიამ "საქართველოსთვის" საკრებულოების დაკომპლექტების კიდევ ერთი სამოქმედო გეგმა წარადგინა.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, დღეს მარტვილსა და რუსთავში პარტია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს დააყენებს. სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც მათ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სხდომება დაესწრებიან თუმცა დაკომპლექტების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.
სიჭინავას თქმით, პარტიის მოქმედების პრინციპი ძალაუფლების ბალანსი იქნება და დაეფუძნება მუნიციპალიტეტებსა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს. მათი მთავარი მიზანი ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ ძალთა ბალანსია.