პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირეს.
როგორც "პალიტრანიუსს" პარტიიდან აცნობეს, კანონპროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმის შექმნას სახალხო ბიუჯეტირების სახით.
პარტიის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამული პრიორიტეტია და აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.