პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის და მოადგილეების არჩევას მხარი არ დაუჭირა. პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით მათი სტრატეგია და დღის წესრიგია წერტილი დაუსვან ერთპიროვნულ მმართველობას, იმუშაონ ბალანსზე და იმაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ ერთად მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ.