პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა სასტუმრო "სტამბაში" თბილისისა და რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „რეფორმერიდან“ აცნობეს.
მათივე ცნობით, პოლიტიკური პარტია "რეფორმერის" ლიდერმა თორნიკე ჯანაშვილმა ოფიციალურად გახსნა პარტიის საარჩევნო კამპანია და პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
„რეფორმერი არის პლატფორმა, რომელიც შეგიძლია გამოიყენო, რომ ქვეყანაში განახორციელო რეალური ცვლილებები. ზუსტად ამ პრინციპით შეირჩა ჩვენი კანდიდატები. ეს იყო პარტიის კანდიდატების შერჩევის სრულიად განსხვავებული, გამჭვირვალე და უპრეცენდენტო პროცესი, კამპანია მათთვის ვინც საკუთარ თავში უკვე აღმოაჩინა რეფორმერი. ჩვენ პოლიტიკაში ჩართვის შანსი მივეცით ყველას“, - განაცხადა პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილმა.
მათი ინფორმაციით, "რეფორმერის" კანდიდატების წარდგენას დაესწრნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და პარტიის მხარდამჭერები.