ნასვამ მძღოლებზე სანქციები შესაძლოა, გამკაცრდეს. შესაბამის კანონპროექტზე პარლამენტში პარტია „მოქალაქეები" მუშაობენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, პროექტი შემუშავების პროცესშია და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში პარლამენტში დარეგისტრირდება. მისივე თქმით, კანონპროექტს „ამ კვირას თუ არა, მომდევნო კვირას დაარეგისტრირებენ".