პარტია „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა, დღეს ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს. მისი თქმით, ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმშია და მათი მოთხოვნებიც უცვლელია.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციას პარლამენტის ბოიკოტის გარდა, სხვა გზა არ დაუტოვა. მისი თქმით ჯერ-ჯერობით უცნობია როდის ჩაინიშნება ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდი.