"ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებთ, პოლიტიკური პარტია "ლელო" 12 დეკემბერს დაფუძნდება და მისი ოფისი "თბილისი ცენტრალში" იქნება.
როგორც ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" 12 წევრის წარდგენისას განაცხადა, პარტიაში გაწევრიანება ღია იქნება.
"ჩვენი პარტიის ოფისი წლის ბოლოს "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება, სადაც ყველა გზა მოდის, ყველა მატარებელი აქ შამოდის, მგზავრები რეგიონიდან, მგზავრები საავტომობილო ტრანსპორტით, სწორედ აქ იკრიბება ყველა მოქალაქის პრობლემა და ჩვენ თითოეულ მათგანთან გვექნება დიალოგი. ეს პარტია იქნება არა ვიღაცის, არამედ თქვენი პარტია", - აღნიშნა ხაზარაძემ.