პარტია "ერთიანი საქართველო" მოძრაობის "შინ ევროპისკენ" წარმომადგენლების მოთხოვნებს სრულად უერთდება. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ქვეყნის ერთადერთი გადარჩენის გზა დეოლიგარქიზაციაზე გადის. რაც შეეხება მოლოდინებს, როგორც "ერთიანი საქართველოს" ლიდერი აღნიშნავს, მოთხოვნები იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუ 3 ივლისს აქციაზე ორგანიზატორების მხრიდან სწორი გეგმა იქნება წარმოდგენილი.