საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა და მისმა მხარდამჭერებმა პეტიციაზე ხელმოწერები დაიწყეს. ხელმომწერები ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ საქმის გამოძიება შეგნებულად ჭიანურდება. აქციაზე იმყოფებოდა კახა კუკავაც, რომლის თქმითაც 2018 წლის 31 დეკემბერს დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა იწურება, შესაბამისად ხელისუფლებამ დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მოახდინოს. ამის უზრუნველსაყოფად კი საზოგადოება და მესამე სექტორი უნდა გააქტიურდნენ.