"თავისუფლება პოლიტპატიმარ გიორგი რურუას", - ამ სლოგანით საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან ორგანიზაციები - "დაიცავი საქართველო", "მონიტორინგის ცენტრი-საზოგადოება", "დაიცავი არჩევანი" აქციას მართავენ. ისინი 8 მარტის შეთანხმებას და "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი რურუა ციხეში უკანონოდ ზის. ამასთან პროტესტს გამოხატავენ პარლამენტში მიმდინარე მოვლენებისადმი, სადაც საქართველოს პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხზე უნდა იმსჯელოს.