პარლამენტის შენობასთან მოძრაობა "სირცხვილიას" მიერ ორგანიზებული აქცია დღეს, 12:00 საათზე განახლდება.
აქციის მონაწილეები პლენალურ სხდომაზე უმრავლესობის ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გააპროტესტებენ იმის თაობაზე, რომ მოცემულ სიტუაციაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა გარკვეულ საფრთხეს შეიცავს.
"სირცხვილიას" წევრები ეჭვობენ, რომ მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას არ გეგმავს.
აღნიშნულის საპროტესტოდ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გუშინაც გაიმართა. შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარული სხდომა ისე დასრულდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ვერც განხილვის დასრულება მოესწრო და ვერც კენჭისყრა.