პარლამენტთან მიმდინარე პერმანენტული აქციების „სირცხვილიას“ ფარგლებში უკვე 26-ე დღეა შს მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, იქამდე სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, აქციების არ შეწყვეტენ. აქციაზე მომდევნო კვირის გეგმებიც დაასახელეს. მათი თქმით, აქციების ფარგლოებში გაიმართება წიგნების გაყიდვა-გაცვლის ღონისძიება, ასევე იგეგმება ელექტრონული მუსიკის საღამო, ხოლო მომდევნო შაბათს გრანდიოზული აქცია გაიმართება. საპრტოესტო აქციები ანტისაოკუპაციო ხასიათსაც ატარებს.