პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ადამიანი პარლამენტთან ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა, ფიზიკური დაპირისპირება პოლიციამ განმუხტა. როგორც აქციის მონაწილეებმა და თავად ერთ-ერთმა დაკავებულმა განაცხადეს, ისინი აქციის მონაწილეები არ არიან.