პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. პოლიციელები აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ, რასაც მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა და შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, სამართალდამცავები მათ გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავენ.