პარლამენტთან „ევროპული საქართველოსა” და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქცია - პერფორმანსი გამართეს.
მათ ადგილზე გოჭი მიიყვანეს და ჯორჯ ორუელის ნაწარმოების - „ცხოველების ფერმასთან“ გაავლეს პარალელი. როგორც აქციის წევრები აცხადებენ, პარლამენტი სამწუხაროდ, გადაიქცა ცხოველების ფერმად და აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. აქციის ორგანიზატორების თქმით მათი აქციის მიზანია თითოეულ ადამიანს დაანახონ და გააგონო ხმა რომ ბიძნა ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს საბჭოთა რეჟიმი.