პარლამენტის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია დასრულდა. დემონსტრანტები უკვე 6 დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა შინგანა საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა. აქციის ბოლოს ტრადიციულად შესრულდა საქართველოს ჰიმნი, მანამდე კი რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სამოქალაქო აქტივისტებმა, პოლიტიკოსებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიმართეს. აქტივისტებს მიტანილი ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ბანერები და პლაკატებიც, ასევე შესრულდა რამდენიმე სიმღერაც. მორიგი საპროტესტო დღეს, 19:00 საათზე.