მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები პარლამენტთან შეიკრიბნენ. მათი მისვლის მთავარი მიზეზი ის მოვლენები გახდა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ ვითარდება.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, რომ მართველმა პარტიამ უნდა შეასრულოს ხალხის ნება და საზოგადოების მონაპოვარი პროპორციული არჩევნების კანონპროექტი არ უნდა ჩავარდეს.
შეგახსენებთ, კანონპროექტზე მწვავე კამათი მიმდინარეობს, მმართველი გუნდის წევრი მაჟორიტარი დეპუტატები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.