თბილისის მერიამ პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებში ელექტროგაყვანილობა დაამონტაჟა. როგორც კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, ამიერიდან აქციის მონაწილეებს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდებათ. თბილისის მერიამ აქციის მონაწილეებს ასევე გადასცა 4 ელექტროგამათბობელი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ კარვებში დაიდგა. საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დროისთვის 6 კარავია განთავსებული. რუსთაველზე შვილმკვდარი მამები - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად 2 თვეზე მეტია აქციას მართავენ.